ვაიძულებთ "ოცნებას", უკან წაიღოს არჩევნები - სამოქალაქო აქტივისტები უკომპრომისო ბრძოლას აანონსებენ

01.11.24 15:27
ვაიძულებთ "ოცნებას", უკან წაიღოს არჩევნები - სამოქალაქო აქტივისტები უკომპრომისო ბრძოლას აანონსებენ

"ოცნების" წინააღმდეგ პროტესტისთვის ემზადებიან სამოქალაქო აქტივისტებიც. მათი თქმით, მოპარული არცევნების დასაბრუნებლად გამოყენებული უნდა იქნას პროტესტის ყველა ის ფორმა, რაც ივანიშვილის ხელისუფლებას შეასუსტებს და უკან დაახევინებს. 

პროტესტის ნებისმიერი ფორმა  მნიშვნელოვანია და მისაღებია. ეს შეიძლება იყოს კარავი, შეიძლება იყოს ქუჩების გადაკეტვა, ყველანაირი ფორმა, რაც შეასუსტებს ივანიშვილის ხელისუფლებას, რაც აიძულებს მას, რომ წაიღოს არჩევნები უკან და დაინიშნოს ახალი არჩევნები. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კარავი პარლამენტის წინ დაიდგმება თუ გვერდზე, თუ ორშაბათსვე გახდა საჭირო, ორშაბათს დაიდგმება, თუ არ იქნება ორშაბათს საჭირო, დაიდგმება სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და იქამდე იქნება ეს აქციები, სანამ რუსული ოცნება არ დაასრულებს თავის ხელისუფლებას ქვეყანაში, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი. 

პერმანენტული აქციების მნიშვნელოვაზე სუაბრობს აქტივისტი იგორ ნარმანია.  

აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იქნება როგორც საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ამ პროცესში ჩართულები იქნებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, - ამბობს იგორ ნარმანია. 

ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობს აქტივისტი შუშანა მაცაბერიძეც.  

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ბოლო წამამდე და ვიბრძოლებთ ყველა საპროტესტო ხერხით, გეგმით, იდეით და განხორციელებით, რაც კი შეიძლება გავაკეთოთ, - ამბობს აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე.

4 ნოემბერი, 19:00 საათი - ოპოზიცია მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად საპროტესტო აქციებს იწყებს. პროდასავლური ძალები ორშაბათს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.  დაანონსებულია, რომ სწორედ ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან გააჟღერებენ პარტიები სამოქმედო გეგმას, რომელიც "ოცნებას" აიძულებს, არჩევნები რამდენიმე დღეში ხელახლა დანიშნოს.