არ გავცემთ ასეთ რეკომენდაციას - თამარ გაბუნია არჩევნების გადადებაზე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ წესები, რომელიც სარჩევნების დროს მოქმედებს, პროცესის უსაფრთხოდ ჩატარებას სრულად უზრუნველყოფს. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცესკოსთან აქტიურად თანამშრომლობს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს ასეთ რეკომენდაციას იმ დაშვებით, წესები, რომელიც უსაფრთხო არჩევნების ჩატარებისთვის მოქმედებს, იძლევა საკმაოდ კარგი დაცვის საშუალებას. მთავარია ისევ აღსრულების პრინციპი. ჩვენ უშუალოდ ვმუშაობთ ცენტრალურ საარცევნო კომისიასთან, რადგან დავეხმაროთ მათ სწრაფი ვაქცინაციის პროცესში, განსაკუთრებული რეჟიმი შევთავაზთ ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მონაწილეობს ამ პროცესში და ასევე, ტესტირების განსაკუთრებული რეჟიმიც არის ამოქმედებული ამ პირობებში, - განაცხადა გაბუნიამ.