ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება - გამყრელიძე

24.08.21 04:45
ალბათ, საჭირო გახდება  შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, რეულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. 

საკმარისი არასდროს არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, საჭიროა და, ალბათ, საჭირო გახდება  (შეზღუდვების) კიდევ უფრო გამკაცრება. დღეს საბჭომ ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღო რესტორნებთან დაკავშირებით, იყო მსჯელობა სხვა საკითხებზე, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ხვალ, ზეგ კიდევ სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ. მთავარია, ერთი მხირივ, დავიცვათ არსებული რეგულაციები, 50%ზე ვართ დასული პირბადის ტარებით, რაც ყველაზე ძლიერი რეგულაციაა, ყველამ ვატაროთ პირბადე და ავიცრათ, - განაცხადა გამყრელიძემ.