ანა დოლიძე მის ფეისბუქგვერდზე კიბერშეტევის გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს

24.08.21 17:01
ანა დოლიძე  მის ფეისბუქგვერდზე კიბერშეტევის  გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს

ანა დოლიძემ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, ოფიციალური განცხადებით მიმართა და მის ფეისბუქგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო გამოძიების დაწყება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს. ოპოზიციური გაერთიანების ინფორმაციით, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის" ლიდერისა და  თბილისის მერობის კანდიდატის პირად გვერდზე კიბერშეტევა გუშინ რამდენჯერმე განხორციელდა.

ანა დოლიზის განცხადებით, კიბერშეტევა არის მცდელობა, მოახდინონ მასზე ზეგავლენა, როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და თბილისის მერობის კანდიდატზე.

 ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ - პირადი სახის ინფორმაციის მოპოვების, თვალთვალის თუ სხვა ხერხებით. დღეს შოთაძის უწყებას კიდევ ერთხელ მივმართავ, დაიცვას ჩემი, როგორც მოქალაქის პირადი ცხოვრება, უფლებები და გამოიძიოს განხორციელებული კიბერშეტევა.

ჩემი აზრით, ეს პროცესები უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ამიტომ მოვითხოვ, პროკურატურამ უზრუნველყოს თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემო. მე როგორც თბილისის მერობის კანდიდატს, არ მაქვს ელემენტარული უსაფრთხოება, რომ ჩემი პირადი და საქმიანი მიმოწერა იყოს დაცული - განაცხადა ანა დოლიძემ.