მზადება კოალიციური მთავრობისთვის - ოთხი ოპოზიციური პარტია თანამშრომლობაზე შეთანხმდა
ოთხი ოპოზიციური პარტია სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდა. "ნაციონალური მოძრაობა", გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა" და "ევროპული საქართველო" კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ერთობლივად იბრძოლებენ. პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა.
რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელზეც განსხვავებული პოზიციები გვაქვს, განსხვავებული ხედვები გვაქვს, არის მიმართულებები, რაზეც სრულად ვთანხმდებით და მსგავსი შეხვედრები სწორედ ამას ემსახურება, რომ უახლოეს დღეებში საზოგადოების წინაშე წარვსდგეთ უკვე შეთანხმებული საკითხებით და კონკრეტულად ჩვენი სტრატეგია, გეგმა სახელმწიფოს განვითარებისა გავაცნოთ საზოგადოებას, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია.