,,ოცნებას" 40%-იან ზღვრამდე თეორიული შანსიც კი არ აქვს - ნიკა მელია
,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას, ინფორმაციით, ,,ქართულ ოცნებას" ადგილობრივი არჩევნების მოგების და 40%-იანი ზღვარის გადალახვის შანსი არ აქვს. ამის თქმის საფუძველს მას ყოველდღიური კვლევები აძლევს.
„ქართული ოცნება“ საქმის კურსში არის, თეორიული შანსიც კი არ აქვთ 40% - იან ზღვრამდე, ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად კვლევების ჩატარების შესაძლებლობა და გარდა ამისა, ველზე ვართ აქტიურად გასული და ვხედავთ, რა ვითარებაა „ქართული ოცნებისთვის“ შექმნილი საზოგადოებაში, რომელიც მათი საწინააღმდეგო არის. ამიტომ, „ქართული ოცნება“ რომ შავზე თეთრს იტყვის, ეს არავის აღარ აინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს პროფესიონალების პოზიცია - ამბობს ნიკა მელია.