ბადრი ჯაფარიძე და თინა ბოკუჩავა გერმანიაში ,,მარშალის ფონდის" და აშშ-ის კონგრესის კონფერენციას დაესწრებიან
"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა, გერმანიში გაემგზავრნენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციის წარმომადგენლები ,,მარშალის ფონდისა" და ამერიკის კონგრესის დემოკრატიის პარტნიორობის მიერ გამართულ კონფერენციას დაესწრებიან. იგეგმება შეხვედრები ამერიკელ კონგრესმენებთანაც, სადაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ .