"პარადოქსია" - მამუკა მდინარაძე ომბუდსმენის განცხადებაზე
„ქართული ოცნების“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის მოწოდებას არჩევნების გადადების თაობაზე პარადოქსს უწოდებს. მისი თქმით, ნინო ლომჯარია „ნაცმოძრაობის“ კამპანიის ნაწილი გახდა.
ისინი ეძებენ საბაბს იმისთვის, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ დარწმუნებით შეიძლია გითხრათ, რომ ეს მათ მაინც მოუწევთ. სამწუხაროა, რომ ნებით თუ უნებლიედ, სახალხო დამცველი ამ კამპანიის ნაწილი გახდა. არ გამოვრიცხავ, მე კარგად ვიცნობ ნინო ლომჯარიას და არ მინდა მას დავაბრალო, რომ ის გარესპიკერი აღმოჩნდა ნაცმოძრაობის ამ შემთხვევაში და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი, მაგრამ როგორც მინიმუმ, ის შეცდომაშია შეყვანილი, რადგან პარადოქსია, როდესაც სახალხო დამცველის მხრიდან გვესმის მოწოდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, როლის გარეშეც არჩევნების გადადება არის შეუძლებელია, - ამბობს მდინარძე.
სახალხო დამცველი რთული ეპიდემიოლოგიური ვიტარების გამო არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა.