არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას - შალვა პაპუაშვილი
არჩევნების გადადების მოთხოვნას „ქართული ოცნების“ წევრი, შალვა პაპუაშვილი პოლიტიკურ კაპიტულაციას უწოდებს. მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და მათი ზრუნვა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მოჩვენებითია.
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას, რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ თითქოს და მათ მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ. ცესკო სრულად უზრუნველყოფს არცევნების დროს კოვიდუსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ჩატარებას, ასე რომ, არჩევნების დღის მიმართ რაიმე კითხვის ნიშნის გაჩენა ეწინააღმდეგება როგორც წინა არჩევნების გამოცდილებას, ისე, იმ ცოდნას, რომელიც ამ მხრივ ჩვენთან თუ მსოფლიოში დაგროვდა, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
სახალხო დამცველი რთული ეპიდემიოლოგიური ვიტარების გამო არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა.