საუბრობენ, რომ ოპოზიციას დაამარცხებენ, არც ერთი სიტყვა, როგორ დაამარცხებენ პანდემიას - ნიკა მელია

25.08.21 15:07
საუბრობენ, რომ ოპოზიციას დაამარცხებენ,  არც ერთი სიტყვა, როგორ დაამარცხებენ პანდემიას - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია, ამბობს, რომ არჩევნების გადადება არც ერთი ოპოზიციური პარტიის ინტერესში არ შედის. მისი თქმით, არჩევნების გადადება-არ გადადებასთან და ეპიდვითარებასთან დაკავშირებით პროგნოზი საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა უნდა გააკეთონ. 

არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა. არავის არ უთქვამს ეს, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საკოორდინაციო საბჭოში, რომელშიც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები შედიან, უნდა გვითხრან, რა პროგნოზს აკეთებენ. იმის მაგივრად, რომ საუბრობენ, დაამარცხებენ, ან როგორ დაამარცხებენ პანდემიას, რომელიც დღეში 60-70 ადამიანს გვაკარგინებს მათივე უმოქმედობით, ისინი პროპაგანდისტულად საუბრობენ, რომ ოპოზიციას დაამარცხებენ, არც ერთი სიტყვა, როგორ დაამარცხებენ პანდემიას, - ამბობს მელია.