"ქართული ოცნება" დიდ ქალაქებში 35%-ს ვერ სცდება - ,,ენმ"-ს წინასაარჩევნო კვლევა

25.08.21 15:47
"ქართული ოცნება" დიდ ქალაქებში 35%-ს ვერ სცდება - ,,ენმ"-ს წინასაარჩევნო კვლევა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური კვლევის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" დიდ ქალაქებში წააგებს. ოპოზიციურმა პარტიამ 6 -დან 11 აგვისტოს ჩათვლით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გააჯაროვა, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია  43%-იან ბარიერს ვერ ლახავს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ასევე ორი ქალაქის, თელავისა და რუსთავის, მონაცემები წარმოადგინა. ორივე ქალაქში ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს. თითოეულ ქალაქში 600-მდე რესპოდენტი გამოიკითხა. 

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჩატარდა იმ მონაკვეთში, როდესაც კანდიდატები ოფიციალურად დასახელებულები არ იყვნენ, 4 ქალაქიდან 2-ში ჩვენი კანდიდატი არის პირველ ადგილზე და ლიდერობს დამაჯერებლად, ხოლო ჯამურად ვერც ერთ ქალაქში „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს, რომ ასცდეს 35 %. ეს არის ის რეალობა, რა გვაქვს ჩვენ დღეს ქვეყანაში და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხოს რეალობით მანიპულირება, ვერ მოახერხოს, რომ ცესკო-ს დააწერინოს ქართელი ხალხის ნებისგან განსხვავებული ციფრები, - ამბობს ,,ენმ"-ს წარმომადგენელი.

კვლევის შედეგები:

თელავი

  • ენმ - 25%
  • "ქართული ოცნება" - 27%
  • უარი/არ ვიცი - 25.60%

ქუთაისი

  • ენმ - 23%
  • "ქართული ოცნება" - 26%
  • უარი/არ ვიცი - 25%

რუსთავი 

  • ენმ - 23%
  • "ქართული ოცნება" - 27%
  • უარი/არ ვიცი - 25.30%

ბათუმი

  • ენმ - 21%
  • "ქართული ოცნება" - 26%
  • უარი/არ ვიცი - 26.60%