არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს - პრემიერი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არჩევნები ჩატარდება და "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. მისი თქმით, არჩევნების გაუქმება "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის ხელწერაა.
არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ჩვენ ყველა ქვეყნის გამოცდილება ვნახეთ. პანდემიის დროს, მაშინაც, როცა ვაქცინა ჯერ არ იყო შემოსული, არჩევნების გადადება არავის აზრადაც არ მოსვლია. ერთადერთმა დიქტატორმა, რომლის სახელს არ დავასახელებ, უბრალოდ გააუქმა არჩევნები. თუ „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი ამას გვთავაზობენ, ჩვენ არ გაგვიკვირდება, რადგან ვიცით, ეს მათი ხელწერაა, - განაცხადა ღარიბაშვილმა.