დაპირისპირება მცხეთის საუბნო კომისიაში - კომისიის თავმჯდომარემ ,,ოცნების" დეპუტატის, ხუნდაძის, და დაინიშნა
ხმაური და დაპირისპირება მცხეთის N 2 საუბნო კომისიაში- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის და დაინიშნა.
ოპოზიციიის მტკიცებით, საუბნო კომისიებში თავმჯდომარედ და წევრებად ისეთ პირებს ნიშნავენ, რომელიც საჯარო მოხელეები არიან და მათი პოლიტიკურად ნეიტრალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მაია ხუნდაძე კომიისის წევრთა უმრავლესობამ აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ის ,,ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატის ოჯახის წევრია, კომისიის წევრებს იმედი აქვთ, რომ დამოუკიდებელი იქნება.
საუბნო კომისისს თავმჯდომარედ მაია ხუნდაძის არჩევა ოპოზიციამ გააპროტესტა. ისინი დანიშვნის პროცესს უნდობლობას უცხადებენ. ოპონენტთა განცხადებით, ,,ოცნების" დეპუტატის და არჩევნებზე ნეიტრალური ფიგურა ვერ იქნება.
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ხუნდაძე, რომელიც განაგებს მცხეთაში უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც არის ერთდროულად მცხეთის ფეოდალი და მაყურებელი, მისი და არის წამოდგენილი, როგორც დამოუკიდებელი კომისიის წევრი - აცხადებს ,,ენმ"-ს წარმომადგენელი, მარიკა დათუკიშვილი.
დიმიტრი ხუნდაძის დის, განცხადებით, ის საარჩევნო პროცესში წლებია, ჩაბმულია და ნეიტრალობასთან დაკავშირებით პრობლემები არასდროს შექმნია.
10 წელია, ჩაბმული ვარ საარჩევნო პროცესში და პრობლემა არასდროს შემქმნია. ის ფაქტი, რომ ჩემი ძმა ,,ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატია, ჩემს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ეჭვქვეშ ვერ დააყენებს. აქ ინტერესთა კონფლიქტს ვერ ვხედავ - აცხადებს მაია ხუნდაძე.
ოპოზიციამ მცხეთის საუბნო კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა.