"ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით" - პრემიერი სახალხო დამცველს პასუხობს
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახალხო დამცველი "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ღარიბაშვილის თქმით, არჩევნების გადადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული გეგმაა და ამ პროვოკაციას "ქართული ოცნება" არ წამოეგება.
გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი - იციან რა, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, დაიწყეს საუბარი, რომ ხომ არ გადავდოთ არჩევნები. ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ქალბატონი ნინო გამოვიდა ინციციატივით, რომ ხომ არ შემოვიღოთ საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად ნიშნავს არჩევნების გადადებას. ეს არის პირდაპირ „ნაციონალების“ მიერ შემუშავებული გეგმა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით, - ამბობს ღარიბაშვილი.