როგორც იქნა, მივაღწიეთ, რომ ეს მავნებლები შეგვეყარა პარლამენტში - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით ხელისუფლებამ შეძლო, რომ მავნებლური ოპოზიცია პარლამენტში შეეყვანა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განემუხტა.
ჩვენი დიდი მეგობრების, შარლ მიშელის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, როგორც იქნა შევძელით, იმას მივაღწიეთ, რომ ეს მავნებლები შეგვეყარა, უკაცრავად, შეგვეყვანა პარლამენტში - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.