,,ოცნებას" საკადრო რესურსი ეწურება - მმართველი პარტია გორისა და ხაშურის მერიების წარმომადგენლებმაც დატოვეს

25.08.21 17:34
,,ოცნებას" საკადრო რესურსი ეწურება - მმართველი პარტია გორისა და ხაშურის მერიების წარმომადგენლებმაც დატოვეს

,,ქართულ ოცნებას" შიდა ქართლში საკადრო რესურსი, ფაქტობრივად, ამოეწურა. მმართველი გუნდი დღესაც დატოვეს. გიორგი გახარიასთან თანამშრომლობის სურვილით გორის მერიის წარმომადგენლები  სახელისუფლებო პარტიას გაემიჯნენ.

გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა წმინდა წყლის დასახლებაში, გიორგი როსტომიშვილმა, დღეს განაცხადა, რომ რეგიონში განუკითხაობაა, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ ,,ქართული ოცნებას" დააკისრა.

,,ქართულ ოცნებაში" მიდის რღვევა. ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულ ადამიანებს უჩნდებათ პროტესტი იმ პროცესების მიმართ, რასაც ადგილი აქვს მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში.  არის ზეწოლა და მუქარა, ამ ყველაფერზე კი ზოგიერთს აქვს ბუნებრივი რეაქცია. ისინი ტოვებენ მმართველ გუნდს და გიორგი გახარიას უერთდებიან. - აცხადებს გიორგი როსტომიშვილი.

როსტომიშვილთან ერთად გორის მერია კიდევ რამდენიმე საჯარო მოხელემ, მათ შორის, მერის ორმა მოადგილემ დატოვა. თანამდებობიდან წამოვიდა ხაშურის მერის მოადგილეც.