ხმაური გიორგი გახარიას პარტიულ ღონისძიებაზე - ადგილზე "სირცხვილიას" აქტივისტები მივიდნენ

25.08.21 09:39
ხმაური გიორგი გახარიას პარტიულ ღონისძიებაზე - ადგილზე "სირცხვილიას" აქტივისტები მივიდნენ

ბათუმში გიორგი გახარიას პარტიული ღონისძიება ხმაურით დამთავრდა. ექსპრემიერთან მიახლოებას მოძრაობა "სირცხვილიას" და "დროას" წევრები შეეცადნენ. ექსპრემიერი თავდაპირველად მათთან გასაუბრებას გეგმავდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. 

აქტივისტები ღონისძიებაზე მაშინ მივიდნენ, როდესაც გიორგი გახარია კანდიდატებს წარადგენდა. დაცვამ მათთვის ხელის შეშლა სცადა, თუმცა პროტესტის მონაწილეებმა ტრანსფარანტების გაშლა მაინც მოახერხეს.  მათ ექსპრემიერს ის საქმეები გაახსენეს, რამლებიც ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

ამ ადამიანების გაპროტესტებას არავინ ზღუდავს. ისევე, როგორც მე ბევრჯერ მითქვამს, 20 ივნისი და რასაც ჩემთან ჰქონია კავშირი, ბევრი უსამართლო ტყუილი იყო. თითოეულ მათგანზე პასუხისგებელი ვარ ნებისმიერ ფორმატში, - განაცხადა გახარიამ.