მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გვექნება არჩევნები - პრემიერი

26.08.21 12:53
მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გვექნება არჩევნები - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში სამი წელი არჩევნები აღარ იქნება. მისი თქმით, მომდევნო სამი წელი საქართველოსთვის აღმშენებლობისა და წინსვლის პერიოდი იქნება. 

მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გვექნება არჩევნები, რაც მართლაც უნიკალური პერიოდია, ვინაიდან თუ გადახედავთ ბოლო 8 წელიწადს, თითქმის ყოველ წელს გვაქვს არჩევნები. 7 არჩევნები 8 წელიწადში მართლა ძალიან ბევრია. ასე დაემთხვა, მაგრამ ახლა ემთხვევა ისე, რომ სამი წელი არ იქნება არჩევნები 2024 წლამდე. შესაბამისად, მომდევნო სამი წელი უნდა იყოს აღმშენებლობის, განვითარების და წინსვლის პერიოდი. 8 წლის განმავლობაში ქვეყანას არ ჰქონია კონფლიქტი, არავითარი ომი და არც იქნება მანამ, სანამ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი პარტია იქნება სათავეში, - განაცხადა პრემიერმა.