ჩემი შვილი თანასოფლელებმა, ,,ოცნების" წევრებმა გაიტაცეს- ,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი

26.08.21 15:32
ჩემი შვილი თანასოფლელებმა, ,,ოცნების" წევრებმა გაიტაცეს- ,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი

,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავში, ნინო გალახვარიძე, ირწმუნება, რომ 2 საათის წინ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მისი შვილი, 19 წლის ზაქარია კუსრაშვილი, ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს. 

როგორც ნინო გალახვარიძე ტვ პირველთან ამბობს,  მისმა შვილმა მასთან კომუნიკაცია მოასწრო.

დამირეკა ტელეფონზე, მითხრა, მიშველეო, მას შემდეგ კონტაქტი გაწყდა და არ ვიცი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ -  განუცხადა ტვ პირველს ნინო გალახვარიძემ.

,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატი შვილის გატაცებას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო მასზე შანტაჟის მცდელობით ხსნის და დახმარებას ითხოვს.

ტვ პირველის მომხდარის დეტალებს ამ წუთებში არკვევს.