გიორგი გახარია მოღალატე, "მაზაკვალი" ადამიანია, მეგრელები გამიგებენ - პრემიერი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრემიერ გიორგი გახარიას მოღალატედ მოიხსენიებს. მისი თქმით, გახარიამ საკუთარ გუნდს და სახელმწიფოს უღალატა იმის გამო, რომ თავზეგასული ადამიანის, ნიკა მელიას დაჭერას არ დაეთანხმა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ექსპრემიერმა "ქართულ ოცნებას" ზურგში დანა ჩაარტყა.
გახსოვთ ალბათ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი მმართველობის დროს – კლუბების წარუმატებელი ოპერაცია, პანკისის, გავრილოვის ღამის მართვა და ა.შ, რაში ქართულმა ოცნებამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა, პოლიტიკური. მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა. ერთ-ერთი კრიტიკული დრო როცა დადგა ქვეყანაში და ჩვენ გუნდში მან ღალატი ჩაიდინა სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე.
რა თქმა უნდა გიორგი გახარიამ უღალატა ჩვენს გუნდს, სახელმწიფო პირველ რიგში, მიატოვა ქვეყანა, მსოლიოს ისტორიაში არ მოიძებნება ანალოგი, როცა პრემიერი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ თავზეგასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა, როცა წინა დღეს და წინა საათებში ის დაჟინებით, თავად ითოვდა მის დაკავებას.
სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ის და მისი გუნდი, მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ის იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც სიცრუეა... მერე გაავრცელა სირუე, რომ შესაძლო კოალიციაში გახარიას პარტიას ქართული ოცნება პარტნიორად განვიხილავთ.
კაცი, რომელიც ნდობას დაამსხვრებს, უღალატებს და ზურგში დანას ჩაარტყამს კრიზისულ სიტუაციაში, როგორ შეიძლება ამა ადამიანს ნდობა გამოუცხადო. ჩემ თვალში გიორგი გახარია ჩვეულებრივი მოღალატეა, უფრო მეტიც, ის იშვიათი მოღალატეა, სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე – ამას კარგად გამიგებენ, - განაცხადა პრემიერმა.