თუ "ოცნება" შეთანხმებას არ შეასრულებს, საქართველო ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს - შეხვედრა ევროკავშირის ოფისში

26.08.21 17:16
თუ "ოცნება" შეთანხმებას არ შეასრულებს, საქართველო ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებს - შეხვედრა ევროკავშირის ოფისში

თუ "ქართული ოცნება"  შარლ მიშელის შეთანხმებას არ შეასრულებს, ფინანსური დახმარების შეწყვეტა გარდაუვალია - ასეთი გზავნილი გამოიტანა ოპოზიციამ ევროკავშირის ოფისიდან, სადაც შარლ მიშელის წარმომადგენლობას დისტანციურად შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, მომავალი არჩევნები და ამ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლის საკითხი განიხილეს. 

ძალიან მკაფიოა ევროკავშირის მესიჯი: არ იქნება პროგრესი შესრულებაში, სამწუხაროდ, საქართველო ვერ მიიღებს მაკროფინანსურ დამხრებას, მათ შორის, განსაკუთრებით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ არის მითითებული შეთანხმებაში. ასე რომ, ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელშია, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

შეხვედრა, რომელიც ორ საათს გაგრძელდა,  მას შემდეგ დაიგეგმა, რაც კიევში შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაფორმალურად შეხვდა. ოპოზიციასთან შეხვედრის სურვილი, თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხარემ გამოთქვა.