შეურაცხმყოფელი იყო - კალაძე პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს ისევ აკრიტიკებს
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი , კახა კალაძე ესტონეთის პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს და ქართველ ჟურნალისტებს მოუწოდებს დაინტერესდნენ, რის გამო აკეთებს ესტონელი პოლიტიკოსი ქართლების მიმართ "არასწორ შეფასებებს".
თბილისის მერი თვლის, რომ კერსტი კალიულაიდმა არასწორი დამოკიდებულება გამოიჩინა.
ნამდვილად არასწორია ის დამოკიდებულება და განცხადებები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაკეთებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. უამრავი რეფორმა, წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას ქმნის ჩვენს ხალხში, იმიტომ რომ უჩენს სკეპტიციზმს. ასეთი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი", - თქვა კალაძემ.
მმართველი პაერტიის ლიდერი მისი პირადი შეფასება ზიანს არ აყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, თუმცა პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის შეფასება ხალხს აარასწორ წარმოდგენებს უქმნის.
ჰკითხეთ ესტონეთის პრეზიდენტს, აფუჭებს თუ არა... აუცილებლად უნდა დაუსვათ ეს კითხვა ესტონეთის პრეზიდენტს. თქვენ პირველები უნდა იყოთ იმიტომ, რომ ქართველები ხართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ, ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები, პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ..."- თქვა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა.
კერსტი კალიულაიდმაერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ჯერ არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის. ამ განცხადებიდან მალევე კალაძემ ესტონეთის პრეზიდენტს მიმართა: "ყველამ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს".