"დღესაც გვჭირდება ამ ტრაგედიის კარგად გააზრება" - პრემიერი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიცია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მთავრობის მეთაურმა პარალელი 90-იან წლებთან და ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან გაავლო და თქვა, რომ 20 ივნისს ოპოზიცია სწორედ ხელისუფლების დამხობას ცდილობდა.
ის, რომ ჩვენ ვერ დავიცავით პრეზიდენტი გამსახურდია, არის ჩვენი ყველას ბრალი. კარგად გვახსოვს ჩვენ, რომ იმ დროს პოლიტიკოსებიც და სუბიექტურად განწყობილი ადმიანების ერთმა ჯგუფმა, ვერ მოითმინეს, ვერ დაელოდნენ მომდევნო არჩევნებს და სწორედ მოხდა ის კატასტროფა, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. დღესაც გვჭირდება ამ ტრაგედიის კარგად გააზრება, იმიტომ, რომ დღესაც ანალოგიურად და ჩვენ ვნახეთ სულ რაღაც 2-3 წლის წინ, მცდელობაც იყო ანალოგიური: ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის,- განაცხადა ღარიბაშვილმა.