ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც გამარჯვების შანსი აქვს, "ქართული ოცნებაა" - კალაძე
კახი კალაძე დარმწუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დედაქალაქის მერი მეორე ვადით იქნება. თბილისის მერის თქმით, ერთადერთი პარტია, რომელსაც გამარჯვების შანსი აქვს, ეს „ქართული ოცნებაა“.
30 ათასმა თანამშრომელი გვყავს მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ ჩვენს მიმართ არის ეს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. მე პირობას ვაძლევ თილისელებს, რომ აუცილებლად გავუმართლებ იმედებს და იმაზე მეტს გვაკეთებ, რაც ამ 4 წლის განმავლობაში იქნა დედაქალაქში გაკეთებული. დანარჩენს დაველოდოთ 2 ოქტომბერს და ყველაფერი ნათელი იქნება. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც აქვს გამარჯვების შანსი დღევანდელ მოცემულებაში, ეს არის პარტია „ართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“,- განაცხადა კალაძემ.