ცესკო : ხვალ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოიცემა
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე შეაჯამებს - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ცესკოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოს სხდომის დღის წესრიგში პირველი საკითხია.
ცნობისთვის, მანამდე "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ ცენტრალურლმა საარჩევნო კომისიამ ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, სხდომა ჩანიშნა. ცესკოს წარმომადგენლებს ხვალინდელი სხდომის შესახებ დღეს, 21:30 საათზე, ელექტრონული ფოსტით აცნობეს.