"დადის და მემუქრება სახალხოდ, რომ უნდა მომკლას" - მოძალადეები " ოცნების" საარჩევნო სიაში
მოძალადეები "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში - "პირველებმა" გაარკვია, რომ მმართველმა პარტიამ ხაშურში პროპორციული სიის ხუთეულში ძალადობაში მხილებული პირი შეიყვანა. საქმე ეხება, საკრებულოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჯანაშვილს, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტი სასტიკად სცემა და მოკვლით ემუქრებოდა.
სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი ამბობს, რომ ჯანაშვილი მას ქუჩაში ხვდება და მოკვლით ემუქრება.
ნაკლებად მაინტერესებს ჯანაშვილი იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიაში, მთავარია, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემქურება. ეს ადამიანი დადის და მემუქრება სახალხოდ, რომ უნდა მომკლას თურმ ჯანასვილმა. კორუმპირებულებს მაგის თავი სად აქვთ? კორუმპირებული ტიპია, რომელიც მემუქრება მოკვლით. ამაზე გამოშიებაც დაწყებულია, ადრე როპცა ჩხუბი მოგვივიდა და გამლახეს. ვითხოვ, რომ შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება მიიყვანონ ბოლომდე, - ამბობს დაზარალებული აქტივისტი, ზაზა მეხრიშვილი.
თავად ჯანაშვილი მსგავს ფაქტს უარყოფს.
ტვ პირველმა ასევე, გაარკვია, რომ "ქართული ოცნების" წევრი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხაშურის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა, კანდიდატურას უახლოეს დღეებში მოხსნის. ვალერი გელაშვილს ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები შეხვდნენ, რომლებიც მას კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ პარტიის სიის სათავეში ყოფნას დაპირდნენ.
გადავწყვეტი არჩევნევების წინ, მმართველი პარტიის სიაში ის ადამიანებიც მოხვდნენ, რომლებიც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ერთმანეთის მიყოლებით იგებენ.