"იტყუებიან უნამუსოდ" - ზურა ჯაფარიძე "ოცნების" წინასაარჩევნო კვლევაზე
"გირჩი - მეტი თავისფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ცრუ კვლევებს აქვეყნებს. მისი თქმით, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებში, სავარაუდოდ, ხმების 35% აიღებს.
ისინი უბრალოდ იტყუებიან უნამუსოდ, რომ საკუთარი მხარდამჭერები დაარწმუნონ, რომ რჩებიან ხელისუფლებაში, რისი შანსიც არ აქვთ. 35%-ის ფარგლებში აიღებენ, 40%-მდეც სავარაუდოდ, ვერ ავლენ. მე მაქვს „ქართული ოცნების“ შიდა კვლევები, ყველა პარტიის შიდა კვლევა მაქვს ნანახი. 60 არა, 95-ია, - ამბობს ჯაფარიძე.