ფოთი გაურყვნელ ადამიანს ირჩევს, მეორე მხრივ, არის დეგრადირებული უგულავა - პრემიერი
პრემიერი წინასაარჩევნო კამპანიას აგრესიული რიტორიკით ატარებს - ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის მერობის კანდიდატზე, გიგი უგულავაზე საუბრისას თქვა, რომ უგულავა დეგრადიულია:
მინდა, ძალიან მოკლედ გითხრათ, ვინ უპირისპირდება ჩვენს კანდიდატს: ახალგაზრდობას, მომავალ თაობას, განვითარებას. პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი ნათქვამი არის, რომ ძალაუფლება რყვნის ადამიანს, პოლიტიკაში, ჩვენ რაც გვინახავს, ბოლო წლების განმავლობაში, მრავლად ვნახეთ ასეთი გარყვნილი პოლიტიკოსები. არ მოვერიდები ამის თქმას, ვინაიდან, ვიცით, რომ ჩვენ დღეს კიდევ ვდგავართ არჩევანის წინაშე. ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ, გაურყვნელ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და თავის ფოთელებს და მეორე მხრივ არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა. მე ძალიან მაინტერესებს, რა უნდა ამ ადამიანს ფოთში? რატომ მოდის ფოთში?"- თქვა ღარიბაშვილმა.