ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება - ლაშა დამენია მმართველის პარტიის კვლევაზე
"ევროპული საქართველოს" წევრი, ლაშა დამენია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კვლევას მმართველი გუნდის "ოცნებას" უწოდებს. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ არჩევნებს წააგებს და მსგავსი კვლევებით მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს.
ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება. რა თქმა უნდა, ეს შორს არის რეალობისგან. ეს ძალიან კარგად იციან თავად „ოცნების“ წარმომადგენლებმა და კალაძემდა შიშის გამო, იმის გამო, რომ იციან ზუსტად, რომ ამ არჩევნებს პირწმინდად წააგებენ ოპოზიციასთან, ამიტომ მიმართეს ამ ხერხს და დრესაც კი მოსახლეობას ატყუებენ ამ თავიანთი ვითომ გამოკვლევებით, - ამბობს ლაშა დამენია.