"დაიწყო ზეწოლის ახალი ტენდენცია ჩვენს მხარდამჭერებზე" - გახარიას გუნდი
პარტია "საქართველოსთვის" წევრები ხელისუფლების მხრიდან მორიგ ზეწოლაზე საუბრობენ. პარტიის თელავის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ორკოდაშვილი თქმით, "ქართული ოცნება" ექსპრემიერის პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს ახალი მეთოდით ებრძვის და მათ წინააღმდეგ საქმეების შეკერვას ცდილობს.
ძალოვანი უწყებების გამოყენებით დაიწყო ზეწოლა ჩემზე და ჩემს გარემოცვაზე, ახლობლებზე თუ პარტიის მხარდამჭერებზე. ზეწოლას ახორციელებენ სხვა და სხვა მეთოდებით. ზოგ შემთხვევაში, აჩერებენ ადამიანებს ად უჩხრეკენ ავტომობილებს, ზოგ შემთხვევაში "ფეისბუქ " "ლაიქის" გამო უშვებენ სამსახურებიდან და ახლა დაიწყო ახალი ტენდენცია ჩვენს მხარდამჭერებზე თუ უბრალოდ ჩემს ახლობლებზე. იმ ადამიანებს, ვისაც თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი გაფორმებული აქვთ სპორადული რეგისტრაციის გზით, იბარებენ საგამოძიებო ორგანოებში, ახორციელებენ ზეწოლას მათი და ჩემს მიმართ არ არსებული საქმეების შეკერვის მიზნით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა სხვა და სხსვა რეგიონებშიც. მინა მივმართო მათ, რომ ამით ვერ შეგვაშინებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოსთვის და აუცილებლად თითოეულია სეთი ფაქტი გამოტანილი იქნება სააშკარაოზე, - განაცხადა ორკოდაშვილმა.