სკანდალი - აჭარის პოლიციის შეფს შანტაჟში, მუქარასა და ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებენ

27.08.21 20:27
სკანდალი - აჭარის პოლიციის შეფს შანტაჟში,  მუქარასა და ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებენ

 „თუ შენი ძმა ქვეყანას ერთ კვირაში არ დატოვებს გავუჩალიჩებთ“ - ბადრი ესებუასთან მთავარ მომლაპარაკებელს, შინაგან საქმეთა მინისტრის მარჯვენა ხელს,  ავთანდილ გალდავას, შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ. 

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ოჯახის წევრები "ტვ პირველთან" ამბობენ, რომ გალდავა ახალგაზრდა მამაკაცს ნარკოტიკების ჩადებით და დაკავებით ემუქრებოდა. 

მათივე თქმით, მუქარის გამო, ხვიჩა დოლაბერიძემ ბათუმი დატოვა, თუმცა ის მალევე დედაქალაქის ცენტრალურ უბანში დააკავეს. 

მაშინ დააკავეს, როცა მარტო იმყოფებოდა. ამბობს, რომ მაშინ აიყვანეს, როცა მარტო ეგულებოდათ, სადაც დააკავეს არც თვითმხილველები და არც კამერები არ არის"- აცხადებს "ტვ პირველთან" დიდი ოდენობით ნაკოტიკული ნივთიერების ფლობისთვის დაკავებულის ძმა. 

დოლაბერიძეები დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდა კაცს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. 

საქმეში არც დაკავების და არც ჩხრეკის ამსახველი ვიდეომტკიცებულებები არ დევს. 

მეტიც, დაკავებულის ახლობლები ირწმუნებიან, რომ პოლიციამ დაკავებული ავტომობილში ჩასვა, ნარკოტიკი ჯერ სხეულზე წაუსვა, შემდეგ კი ჯიბეში ჩაუდო, რომ შეკვრაზე ხვიჩა დოლაბერიძის დნმ- კვალი ამოსულიყო. 

ვყვიროდი, რომ მოწმეები მოეყვანათ, ან თუ ნარკოტიკი ჯიბეში მედო, კამერით გადაეღოთო"- აცხადებს დაკავებულის ოჯახის წევრი. 

საქმის მასალების თანახმად, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, დგინდება რომ დოლაბერიძე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. საქმის მთავარი მოწმეებიც მხოლოდ ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელები არიან. 

ოჯახის მტკიცებით გალდავა ხვიჩა დოლაბერიძეს მხოლოდ იმიტომ გადაეკიდა, რომ ახალგაზრდა კაცის გარემოცვა არ მოსწონდა და თვლიდა, რომ მას ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან ჰქონდა კავშირი.