ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტი 24 საათით გახანგრძლივდა

18.11.24 20:37
ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტი 24 საათით გახანგრძლივდა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს დააანონსა, რომ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე პროტესტი მომდევნო 24 საათის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება. 

ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ევროპული მომავლის მცველებს თავგანწირვისთვის და დაუღალავი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა - "დიდი მადლობა იმ გამძლეობისთვის და გამარჯვების ჟინისთვის, რომელსაც აქ ასხივებთ".

პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ აქ ხართ. მადლობა ამ გამძლეობისთვის და გამარჯვების ჟინისთვის, რომელსაც აქ ასხივებთ. აქ ვრჩებით შემდეგი 24 საათი და ვაგრძელებთ ბრძოლას დიდ გამარჯვებამდე. ასევე, სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას, არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, გარეთ, არც ოპოზიციის, პრეზიდენტის მხრიდან. დღეს საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ. ამიტომ, ჩვენი ბრძოლა იქნება ბოლომდე, რათა გაიმარჯვოთ თქვენ, ქართველმა ხალხმა", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები