უნდა გადაიდოს, თუ არა არჩევნები - ოპოზიციის შეფასება
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, მიერ არჩევნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციის შეფასება უკვე მოჰყვა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" თვითმმართველობის არჩევნების გადადებას არ ეთანხმებიან.
რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს არჩევნები, ზუსტად იმიტომ, რომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე გადვირჩიოთ ეს ხელისუფლება და მოვიდეს კოალიციური მთავრობა, რომელიც ხალხთან ერთად დაამარცხებს მათ შორის ამ პანდემიას"- უთხრა "ტვ პირველს" ენმ-ს წევრმა ნიკა ობოლაძემ.
რაც შეეხება "ლელოს" პოზიციას. ლანა გალდავას შეფასებით, არჩევნების გადადების მექანიზმი ხელისუფლების ხელშია.
ხელისუფლებას პანდემიური პროცესი ხელიდან გაექცა და უპირველესი პასუხისმგებლობა არის მასზე. თუ დღის წესრიგში დადგება არჩევნების გადადების საკითხი, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ამ კონსულტაციებში, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღისადმი სრული მზადყოფნა გვაქვს. ეს არჩევნები არის ქვეყნის გადარჩენის არჩევნები - რეფერენდუმი. ჩვენ მთელი ჩვენი პარტიული რესურსი გვაქვს ამოქმედებული"- აცხადებს გალდავა.
"ევროპული საქართველო" არჩევნების გადადების წინააღმდეგია.
პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ის არ არის იმ ტიპის ფიგურა, ვისაც ამ ტიპის გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს. არჩევნების გადადება-არგადადებაზე დისკუსია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას, როცა ხელისუფლებაა ამ თემასთან დაკავშირებით მონდომებული. "ევროპული საქართველოს" პოზიცია სეთია, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს არჩევნები და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ პირწმინდად დავამარცხოთ "ქართული ოცნება" მივაღწიოთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ "ქართული ოცნება" ხელისუფლებას",- ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა დამენია.
არჩევნების გადატანა ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება! - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება 2020 წლის მსგავსად შეძლებს უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებით პანდემიის პირობებში ჩაატაროს გადამწყვეტი არჩევნები, თუმცა იქვე აზუსტებს, რომ ეპიდვითარება უკარნახებს მთავრობას გადაიტანოს თუ არა ადგილობრივი თვიმართველობის არჩევნები.