დაიჭირეს ჩვენი თანამებრძოლი მაია გოგიძე, ქალები დააკავეს, გათელეს, წააქციეს, ურტყეს - ირაკლი კუპრაძე

19.11.24 08:46
დაიჭირეს ჩვენი თანამებრძოლი მაია გოგიძე, ქალები დააკავეს, გათელეს, წააქციეს, ურტყეს - ირაკლი კუპრაძე

დაიჭირეს ჩვენი მებრძოლი მაია გოგიძე, ქალები დააკავეს, გათელეს, წააქციეს, ურტყეს - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. 

ეს არის სიგნალი, რომ ამ ქვეყანაში უნდათ განადგურება ყველა ტიპის თავისუფალი საზოგადოების და თავისუფალი საზოგადოება დგას აქ", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია როგორც აქციის მონაწილეები, ასევე  "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე.

ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება იყო მელიქიშვილის გამზრიზე - აგრესიული სამართალდამცველები უპირისპირებოდნენ პოლიტიკოსებსაც, დაპირისპირება იყო ნიკა მელიასთან. არსებული ინფორმაციით, გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. ადგილზე ასევე ნაცემია რამდენიმე ადამიანი. 

 

მსგავსი სიახლეები