ორი ვაშაძე ერთ პარტიაში - გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძესთან ერთიანდება
ორი ვაშაძე ერთ პარტიაში - ნაციონალური მოძრაობიდან წასული გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძის "მესამე ძალას" უერთდება.
გრიგოლ და გიორგი ვაშაძეები ერთიანი ძალებით იბრძოლებენ ადგილობრივ არჩევნებზე. ეყოლებათ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატიც, თუმცა ვის დაუპირისპირებენ ისინი კახა კალაძეს და ნიკა მელიას ჯერ უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, "სტრატეგია აღმაშენებლეთან" ერთად იქნებიან "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები".
ვფიქრობ, რომ გრიგოლ ვაშაძეს თავისი მძლავრი სიტყვა აქვს ქართულ პოლიტიკაში და ვფიქრობ, რომ სწორია და კარგია, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. ჩაერთოს ამ მნიშვნელოვან არჩევნებში და მესამე ძალის, როგორც პლატფორმის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა"- თქვა ვაშაძემ.