ძალადობრივი აქციის მონაწილე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა - ვის ანდო ხელისუფლებამ არჩევნების ჩატარება
ვის ანდო ხელისუფლებამ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება - პირველებმა გაარკვია, რომ ხუთი ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილე, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა.
რადიკალების იდეოლოგიას რომ იზიარებს ცესკოს თანამშრომელი ამის დამადასტურებელი ჩანაწერები და ფოტოები გიორგი გორდაძეს სოციალურ ქსელშიც აქვს გამოქვეყნებული.
ოპოზიციის ინფორმაციით, გორდაძე საოლქო კომისიაშიც ებრძვის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს. ერთ-ერთი ბოლო მუქარის წერილი მან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელეს გაუგზავნა.
ენმ-ს წევრი აცხადებს, რომ რადგან მას კორონავირუსი ჰქონდა, სხდომაზე დისტანციურად ჩართვა ითხოვა, შესაბამისი წერილის საპასუხოდ კი გიორგი გორდაძისგან მუქარა მიიღო.
ეს ადამიანი 2021 წლის 5 ივლისს, ძალადობრივ აქციაზე იმყოფებოდა. აქციაზე, სადაც სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. ეს მოძალადე ადამიანი, 26 აგვისტოს საოლქო კომისიის წევრს, ლედი ახალაიას, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არის დანიშნული, დაემუქრა, რომ მას რომელიც ძალადობრივ აქციებზე დადის, უფლება-მოსილებას შეუწყვეტს. ადამიანი, რომელიც ანტიდასავლური პროპაგანდით გამოირჩევა, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას"- აცხადებს "პირველებთან" ლილე ლიპარტელიანი.