თუ ერთად არ დავდგებით, ქვეყანას წავაგებთ - მამუკა ხაზარაძე გახარიას გუნდს შეხვედრას სთავაზობს
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ახლა ოთხივე კოალიცია ერთად უნდა დადგეს და სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას წააგებენ.
ხაზარაძე გახარიას გუნდს შეხვედრას და დისკუსიას სთავაზობს. როგორც ის ამბობს, რომ ამ საკითხში ბუნდოვანება არ შეიძლება, რადგან თუ დღეს ვინმე შევა პარლამენტში, ეს ნიშნავს იმას, რომ “მომდევნო 4 წელი ივანიშვილის ნაქურდალ ხმებს და ქვეყანას უნდა ვუყუროთ.“
“ჩვენ არ ვაპირებთ ხმების და მომავლის ქურდებთან ერთ შენობაში ვიჯდეთ“, - ამბობს ის.
ახლა არის დარწმუნების, ახსნა- განმარტების და იმის ჩვენების დროს, რომ თუ ოთხივე ერთად არ დავდგებით და სტრატეგიაზე არ შევთანხმდებით, ქვეყანას წავაგებთ. ეს საკითხი არის დისკუსიის და შეხვედრებისთვის გადადებული, მე ვთხოვ გახარიას გუნდს და გახარიას, უახლოეს ხანში შევხვდეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ. ამ საკითხში ბუნდოვანება არ შეიძლება იყოს. ყველას ჩვენი გზა გვაქვს, მაგრამ თუ ვინმე შევიდა დღეს პარლამენტში, ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო 4 წელი ივანიშვილის ნაქურდალ ხმებს და ქვეყანას ვუყუროთ. ჩვენ არ ვაპირებთ ხმების და მომავლის ქურდებთან ერთ შენობაში ვიჯდეთ“, - განაცხადა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“.