თავდასხმა ელენე ხოშტარიას პარტიის ოფისზე - ოპოზიცია "ქართული ოცნების" კვალს ხედავს
თავდასხმა ელენე ხოშტარიას პარტიის ოფისზე - "დროას" წარმომადგენლებუი დარწმუნებულები არიან, რომ მომხდარის უკან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დგანან.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ ძალადობაზე მწვანე შუქი პირადად პრემიერმა ღარიბაშვილმა აუნთო:
ეს არაც უხერხულობას მიქმნის და არც შეშინებულად ვგრძნობ თავს. ასეთი ქმედებებით, ადგილობრივი ხელისუფლება ნამდვილად ვერ შეგვაშინებს. ხელისუფლებისგან ასეთი ქმედებები ჩვენთვის უცხო არ არის. კარგად გვახსოვს, როგორ არბევდნენ ოპოზიციური პარტიების ოფისებს, როგორ ძალადობდნენ.
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცენტრალური ხელისუფლების, ღარიბაშვილის წახალისებით. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილია, ის პირი, ვინც 5 ივნისს, ძალადობას მწვანე შუქი აუნთო"- აცხადებს პარტიის წარმომადგენელი.
ზუგდიდში, პარტია დროას ოფისი დააზიანეს. პარტიის წარმომადგენლის თქმით, ოფისის ვიტრინაზე დახვდათ შეურაცხმყოფელი წარწერები, კარებზე გაკრული სტიკერები კი დაზიანებულია.