საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე ხსნის, რატომ იქნება უკანონო საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა
"ქართული ოცნება" კონსტიტუციის დარღვევაში საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე ამხელს - ქეთევან ერემაძე "ტვ პირველის" ეთერში დეტალურად განმარტავს, რატომ არის უკანონო საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა.
იურისტი ამბობს, რომ მმართველ პარტია მთავარ კანონთან ერთად პარლამენტის რეგლამენტსაც არღვევს.
- თავად პარლამენტის რეგლამენტი ამბობს, რომ არ შეიძლება პარლამენტში შევიდნენ დეპუტატები, რომელთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოებში.
ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, სამანდატო კომისიას არ აქვს უფლება, რომ უფლება-მოსილების ცნობის შესახებ დადგენილებაში შეიყვანოს იმ დეპუტატების სახელი და გვარები, რომელთა არჩევნების კანონიერება ან კონსტიტუციურობა გასაჩივრებულია საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში"- განაცხადა ერემაძემ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების ბათილობასთან დაკავშირებული სარჩელი დააკმაყოფილა, ეს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას ნიშნავს.
პარლამენტს რეგლამენტის ნორმა ეუბნება, რომ ერთი დეპუტატის არჩევის კანონიერება საეჭვო რომ იყოს, შენ ის უფლება-მოსილების ცნობის დადგენილებაში არ შეიყვანო იმიტომ, რომ ასეთი დეპუტატის, ვიდრე მისი არჩევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საეჭვო ლეგიტიმაციის პირობებში მყოფი დეპუტატის თანამონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას"- თქვა ყოფილმა მოსამართლემ.
მისი თქმით, პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელის შედეგ, 150-ვე დეპუტატის ლეგიტიმაცია დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას ეხება - ფარულობა და საყოველთაობა.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტის 30-მა წევრმა მიმართა.