"ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია - ოპოზიცია ისნის გამგებელს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

30.08.21 11:13
"ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია - ოპოზიცია ისნის გამგებელს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ხალხის ხარჯზე დაწყებული საარჩევნო კამპანია - ისნის გამგებელს და ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს ოპოზიცია თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. ირკვევა, რომ ისნის გამგეობის თანამშრომლები სამუშაო სააათებში საარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში არიან ჩართულები. პრობლემას წარმოადგენს  სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვაც. "ქართულმა ოცნებამ" 600 ათასი ლარის ტენდერები გამოაცხადა, მხოლოდ ისეთი პირობით, რომ ისნის გამგეობას მანიპულაცია არ გაუჭირდეს. 

წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. კერძოდ, საარჩევნო კამპანიაში ჩართული ჰყავს გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც ფიზიკურად ცართულები არიან საარჩევნო კამპანიაში და ასევე, აქტიურად არიან ჩართყულები აგიტაციაში სოციალური ქსელით, კერძოდ, „ფეისბუქით“. კამპანიაში ასევე, ჩართულები არიან საჯარო სკოლის დირექტორები. ეს არის 139 სკოლის დირქტორი ნოდარ ქავთარაძე და ეს არის 173 საჯაროს კოლის დირექტორი ავით ბრეგვაძე. ანუ ამ ადამიანმა მისი თანამდებობა გამოიყენა ბოროტად და როდესაც ახლა შეხცვდრებზე დაიწყებს შდეგებს, არსად არ არის მითითებული სად უნდა მოაწყოს სკვერი და ამ ადამინს ეძლევა საშუალება ნებისმიერ ადგილას, სადაც კი გასცემს დაპირებას, რომ შემდეგ მოაწყობს სკვერს, საშუალება ეძლევა საარჩევნო კამპანიას ერგება მის მიერვე გამოცხადებული ტენდერი, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ბესიკ დონაძე. 

თავად ისნის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე ჟურნალისტებზე შეკითხვებს არ პასუხობს.