გიორგი ვაშაძე და მისი პარტნიორი სამი პარტია დღეს ახალ გუნდს წარადგენს

30.08.21 11:26
გიორგი ვაშაძე და მისი პარტნიორი სამი პარტია დღეს ახალ გუნდს წარადგენს

გიორგი ვაშაძე და მისი პარტნიორი სამი პარტია დღეს ახალ გუნდს წარადგენს. პარტიაში ამბობენ, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის, მესამე ძალის, შემადგენლობაში "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები"  და "რეფორმერები" არიან. "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად ადგილობრივ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან წასული გრიგოლ ვაშაძეც იქნება. 

"პირველების" ინფორმაციით, თბილისის მერობა შესთავაზეს გიორგი მარგველაშვილის ყოფილ მრრჩეველს- ვანო მაჭავარიანს, მაგრამ მაჭავარიანმა მერობაზე უარი თქვა.

დღეს საღამოს იქნება მესამე ძალის პოლიტიკური პატფორმის წარდგენა. გვექნება ძირითადი გზავნილები საზოგადოებასთან, რატომ დავაარსეთ, რა კონფიგურაციით წარვსდგებით მესამე ძალა. დაარსდა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა, ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა ნახოს არჩევნებში და საბოლოო ჯამში, ოპოზიციური ველზე მეტი ხმა მოგროვეს, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი, სერგო ჩიხლაძე.