ერთპარტიულმა პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლება-მოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებები გააკეთა.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.
"ქართული ოცნება" პარლამენტის პირველ სხდომას სრულ იზოლაციაში მართავს. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები არიან. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმის დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია.
პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არვ ევროკავშირს "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება არ მიულოცია.