სახლში წაღებული ფილები - ოპოზიცია გორის მერის გადადგომასა და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

30.08.21 11:24
სახლში წაღებული ფილები - ოპოზიცია გორის მერის გადადგომასა და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

კორუფციულ სკანდალში მხილებული გორის მერი, კოტე თავზარაშვილი, საჯაროდ ისევ არ ჩნდება. კოტე თავზარაშვილს "პირველების" გადამღები ჯგუფი დილიდან სამსახურში ეძებს. ოპოზიცია გორის მერის გადადგომასა და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. 

უნდა დადგეს კოტე თავზარაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. უნდა დაიწყოს შსს-მ მის წინააღმდეგ გამოძიება. იმის პასუხისმგებლობაც არ აქვს, რომ თავის მოქალაქეებს აუხსნას ეს სიტუაცია", - ამბობს ოპოზიციის წევრი.

შეგახსენებთ, რომ  გორის მერმა ქალაქში დასაგები ფილები სახლში წაიღო. "ტვ პირველს" წყარო უყვება, რომ კოტე თავზარაშვილს ტროტუარებისთვის განკუთვნილი ფილები ეზოში აქვს გადამალული. პირველებისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო მასალა გორის მერმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ე.წ.ატკატის სახით მიიღო.