დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრი, შავში ლარი, ვისაც ფართობი სრულად გაუნადგურდა, ჰექტარში 3 000 ლარს მიიღებს - ღარიბაშვილი
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კახეთში სეტყვის შედეგად დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს, შავში კი ლარს გადაიხდის. ღარიბაშვილმა სტიქიით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ საკმაოდ მძიმე სტიქია იყო კახეთში, 5 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი დაისეტყვა და დაზიანდა ძალიან ბევრი ვენახი, ხეხილის ბაღები. დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, შავ ყურძენში, საფერავში, 1 ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში 3 000 ლარს გადავუხდით. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი, თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო ხარჯზე ჩვენ თვითონ აღვუდგენთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.