ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია. აბიტურიენტებს შედეგების ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე შეუძლიათ.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 29362 - მა აბიტურიენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი სტუდენტი გახდა.
სახელმწიფო გრანტი გადანაწილდა 6500-ზე მეტ სტუდენტზე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სწავლას 4200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1330-ზე მეტი გამოსაცდელი. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.
პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა, ან კონკრეტული დავალების შეფასება. ამ შესაძლებლობით აპლიკანტთა 3%-მდე ისარგებლა - სულ შემოვიდა 3355 სააპელაციო განაცხადი, მათგან შეფასება შეიცვალა 1435 შემთხვევაში.