შეტევა გახარიას გუნდზე - ოზურგეთის მერობის კანდიდატი ძმებ თალაკვაძეებს ზეწოლაში ამხელს
პარტია "საქართველოსთვის" ოზურგეთის მერობის კანდიდატი, გია ცეცხლაძე, ძმებ თალაკვაძეებს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგი გახარიას გუნდის ოზურგეთის ოფისში გაიმართა.
ოზურგეთის მერობის კანდიდატის, გია ცეცხლაძის, თქმით, "ოცნების" მაჟორიტარმა, ავთანდილ თალაკვაძემ, და მისმა ძმამ, არჩილ თალაკვაძემ, კანდიდატ ნონა ტუნაძეზე ზეწოლა მოახდინეს, რის შემდეგაც ტუნაძემ კანდიდატურა მოხსნა.
ძმები თალაკვაძეები გუშინ იმყოფებოდნენ დაბა ნასაკირალში და იმყოფებოდნენ ნონა ტუნაძესთან, სადაც მოხდა მასზე ზეწოლა, რომ მოეხსნა კანდიდატურა. ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით. ეს არ არის პირველი ფაქტები, დაშინებები ხშირია ჩვენს კანდიდატებზე, ჩვენს მომხრეებზე", - ამბობს ცეცხლაძე.
ნონა ტუნაძე "პირველებთან" ადასტურებს, რომ ის ძმებ თალაკვაძეებს ნამდვილად შეხვდა. ტუნაძემ აღნიშნა, რომ კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ დახმარების მიღების პირობა მიიღო.