გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ფინანსური პოლიცია შევიდა

30.08.21 15:26
გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ფინანსური პოლიცია შევიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გორის კეთილმოწყობის სააგენტოში, შევიდა. საქმე სავარაუდოდ, კორუფციულ სქემას ეხება.

საგამოძიებო უწყებამ იმ პერიოდის დოკუმენტაცია ამოიღო, როცა სააგენტოს ბაჩანა გვიანიშვილი ხელმძღვანელობდა. გვიანიშვილი გახარიას თანაგუნდელის, გიორგი ხოჯევანიშვილის ახლო მეგობარია და  ის სამსახურიდან რამდენიმე კვირის წინ გაუშვეს. გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ საგამოძიებო სამსახურის შესვლა პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება. 

მე არავინ დამკავშირებია, არც ის ვციი რა პერიოდს სწავლობენ. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე არაფერია გამორიცხული. მზად ვარ ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი", - ამბობს ბაჩანა გვიანიშვილი.