თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი

30.08.21 15:06
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი საკოორდინაციო საბჭოს ულტიმატუმს უყენებს.  ,,ლეიბორისტული პარტიის"  ლიდერი მუნიციპალური  ტრანსპორტის გახსნას ითხოვს. 

თუ მთავრობა და ეპიდემიოლოგები შეზღუდვას არ მოხსნიან, ნათელაშვილი აქციებით იმუქრება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის გადაადგილებას ,,ოცნება" პოლიტიკური ინტერესების გამო ხელოვნურად აფერხებს.