პრეზიდენტის შიში - რატომ ჭიანურდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულების პროცესები?
ციხეში გამოკეტვის პოლიტიკა ოცნებისგან - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების 6 მონაწილე ხელისუფლებას ტყვეობაში ჰყავს მოქცეული - ციხეში გაშვებული სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესები ჭიანურდება. იურისტების თქმით, ახლა, ხელისუფლების მიზანია, მაქსიმალურად გამოიყენოს პატიმრობის ცხრა თვიანი ვადა, რომ განაჩენი წლის ბოლომდე არ დადგეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 6 პირის სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა და დაადგინა, რომ პროცესების გაჭიანურების მიზანი ახალგაზრდებისთვის შეწყალების უფლების წართმევაა.
სალომე ზურაბიშვილს ვადა 2024 წლის 29 დეკემბერს ეწურება, თუ ერთ თვეში აქტივისტების საქმეზე განაჩენი არ დადგება, პრეზიდენტი მათ ფიზიკურად ვერ შეიწყალებს.
გიორგი შანიძის მაგალითის შემდეგ ხელისუფლებას ახლა პრეზიდენტის შიშია აქვს, შანიძეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს კამერის დაზიანების გამო დააკავეს და ქართული ოცნების გეგმით ციხეში 4 წელი უნდა გაეტარებინა, თუმცა პრეზიდენტმა შეიწყალა. ამის შემდეგ აქტივისტები, ვისაც წლობით პატიმრობა ემუქრება, მეშვიდე თვეა ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული და მათი პროცესები მაქსიმალური ინტერვალებით, ორ თვეში ერთხელ ინიშნება.