არჩევნების ლეგიტიმაციის მცდელობა რუსული ხელწერით - ვისი ხელით ამუშავდა პროპაგანდის მანქანა
არჩევნების ლეგიტიმაციის მცდელობა რუსული ხელწერით - "ქართულ ოცნებას" მეთოდები პუტინის რეჟიმისგან ერთი-ერთში გადმოაქვს.
კენჭისყრის დღეს არჩევნებს მხოლოდ ისინი აქებდნენ, ვინც პროპაგანდისტებმა საერთაშორისო დამკვირვებლებად გააცნო ხალხს. მითების დეტექტორმა, გამოიკვლია, ვისი ხელით ამუშავდა პროპაგანდის მანქანა - დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, ყველა დიდ სკანდალშია გახვეული. ფრანგი ლუპ ბომიე, რომელიც რუსეთის არჩევნებსაც აკვირდებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფსევდო დამკვირვებლად ცნეს. ფრანსუა ჟიკელი კი ასადის რეჟიმის მილიციას აფინანსებდა ფარულად.
ოცნების ჩატარებულ არჩევნებს "გასაოცარ დემოკრატიად" აფასებდა დავიდ ბიტანიც, რომელიც კორუფციასა და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული. ივანიშვილის გუნდის პროპაგანდა ეყრდნობოდა დამკვირვებლებს უნგრეთის მმართველი პარტიიდან. ორბანი კი ამ დრომდე ერთადერთია, ვინც ოცნების შედეგებს აღიარებს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება ფსევდო დამკვირვებლების გამოყენებით ცდილობდა ლეგიტიმაციის იმიტაციას.